ნიკა მელია: დარწმუნებული ვარ, არის პატივი მიხეილ სააკაშვილისთვის, იცოდეს, რომ მას ჰყავს საქართველოს 100 000-ობით მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრობს
“დარწმუნებული ვარ, არის პატივი მიხეილ სააკაშვილისთვის, იცოდეს, რომ მას ჰყავს საქართველოს 100 000-ობით მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრობს მას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის.
“დარწმუნებული ვარ, არის პატივი მიხეილ სააკაშვილისთვის, იცოდეს, რომ ჰყავს მას საქართველოს 100 000-ობით მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრობს მას, ახლა განსაკუთრებით, შეიძლება, ბევრი მათგანი ენმ-ის ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.