რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 პირი ემსხვერპლა

რუსეთში, მოსკოვის რეგიონის ლიტკარინოს რაიონში “რობინსონ R-44” ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, 3 პირი დაიღუპა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისათვის, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები