ირაკლი კობახიძე: მოღალატე გახარია ბოლივით აორთქლდა

“გიორგი გახარია ბოლივით აორთქლდა, მან კარგად იცის, რომ მოღალატეა და ამ არგამოჩენით, პირველ ყოვლისა, თავის თავს ემალება”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გახარიას პოლიტიკური პარტია აუცილებლად დაიშლება.

„ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ის უბრალოდ არ ჩანს, ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 10 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მან კარგად იცის, ის არის მოღალატე. ამ არგამოჩენით, პირველ ყოვლისა, თავის თავს ემალება “, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები