სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და ციხიდან მიმართვას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა გაავრცელა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს.
„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებს ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად და ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური და აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს. არათუ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ მეტად ვიბრძოლეთ. „ქოცური“ ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით“, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.