ნიკა ობოლაძე: არჩევნების მეორე ტურში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან

“მეორე ტურში ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება ყველა დიდ ქალაქში დაკარგა.

„თბილისში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციასთან. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავაყენებთ წარსულს მომავალზე წინ. არ დავაყენებთ პირად განცდებს ქვეყნის მომავალსა და ინტერესებზე წინ. არჩევნების, პოლიტიკური შეფასება არის ის, რომ მიუხედავად ტოტალური მოსყიდვისა და დაშინებისა, ქართველმა ხალხმა, გაცილებით მეტმა უთხრა უარი „ქართულ ოცნებას” ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. „ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება დაკარგა ყველა დიდ ქალაქში“, – აცხადებს ობოლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები