თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

“კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

ჩარკვიანის თქმით, ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს ეკუთვნის.

“ეს არჩევნები საქართველომ მოიგო. სამ საათზე ჩვენ აქედან მსვლელობით წავალთ. სამზე უნდა ვიყოთ ციხესთან, სადაც დამწყვდეულია ის პრეზიდენტი, რომელმაც, პრაქტიკულად, ააშენა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც ამათმა დაანგრიეს”, – ამბობს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, დღეს, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები