ირაკლი ზარქუა: არჩევნების მეორე ტურს ყველგან მოვიგებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი გაიმარჯვებს.

„გვგონია, რომ არჩევნების მეორე ტურს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ თუ განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა, არც ესაა პრობლემა, მზად ვართ, ყველასთან ვითანამშრომლოთ. ყველაფერს ვიზამთ, რათა ის დისონანსი, ხარვეზები, შეცდომა მაქსიმალურად აღმოიფხვრას. შეგახსენებთ, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციურად განწყობილი მერი იყო, თუმცა, ამას თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ხელი არ შეუშლია. ჩვენ იმის მიხედვით არ ვირჩევთ, სად არის ჩვენი გუნდის წარმომადგენელი და სად – არა. ჩვენ ეს არ გვაშინებს – მთავარია, გამოვასწოროთ ხარვეზები, რაც ეტყობა რომ გვაქვს, რაკი ასეთი შედეგი დადგა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები