თეა წულუკიანი: კეზერაშვილმა მინისტრობისას მილიონობით თანხა საკუთარ ჯიბეს გადაურიცხა
“ალბათ, ჯობია, რომ ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქონებები ეძებოთ, სად აქვთ შენახული”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„დიდი იმედი მაქვს, იმის მტკიცება მაინც არ მოგვიწევს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, მანამდე იყო ეკონომიკურად შეძლებული ადამიანი და ეს თანხები მას თავისი შრომით ჰქონდა მოპოვებული. ალბათ, ჯობია, რომ ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქონებები ეძებოთ, სად აქვთ შენახული. მათ შორის კეზერაშვილს, როდესაც მილიონობით თანხა, მინისტრობისას აიღო და საკუთარ ჯიბეს გადაურიცხა თქვენი, ხალხის ფული და ახლა არიან აღშფოთებულები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.