კალიფორნიის სანაპიროსთან ოკეანეში ნავთობი დაიღვარა

კალიფორნიის სანაპიროსთან ოკეანეში, დაახლოებით, 3000 ბარელი ნავთობი დაიღვარა, რამაც სანაპიროს ფლორასა და ფაუნას დიდი საფრთხე შეუქმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოკეანემ 33 კვადრატულ კილომეტრზე გაფანტული ნავთობის სანაპიროზე გამორეცხვა დაიწყო, რის გამოც დაიხოცა თევზი, დაბინძურდა სანაპიროები და პლაჟები.

ამ დროისათვის, ნავთობის დაღვრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

Associated Press-ის მონაცემებით, აღნიშნული მოვლენა შტატის უახლოეს ისტორიაში ოკეანეში ნავთობის დაღვრის ყველაზე მასშტაბურ შემთხვევად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები