თეა წულუკიანი: არჩევნების მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მინდა, მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

„მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს. ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი – აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი, დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში. რა თქმა უნდა, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები არ ვიქნებით და ვიმუშავებთ ჩვენს კანდიდატებთან იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, იმ შესანიშნავი კანდიდატის მხარდასაჭერად, როგორიც რუსთავს არასდროს ჰყოლია და ნურავის ეწყინება. სამწუხაროდ, იშვიათობად ქცეულია ქართულ პოლიტიკაში ქალი კანდიდატი, როგორიც არის ნინო ლაცაბიძე”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები