რუსეთში ღამურები COVID-19-ზე შეამოწმეს

რუსეთში ღამურებში SARS-CoV-2  ჯერ გამოვლენილი არ არის.

ამის შესახებ “როსპოტრებნადზორის” გენომიკისა და პოსტგენომური ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანა სპერანსკაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯგუფმა თითქმის 200-მდე ღამურის ნიმუში შეამოწმა, თუმცა, ვერაფერი იპოვა.

სპერანსკაიას თქმით, ბუნებაში, SARS-СoV-2-ის გარდა, სხვა კორონავირუსები არსებობს, რომლებიც რუსეთში მყოფ ღამურებს გამოუვლინდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები