ჩინეთში ბავშვებს ონლაინ თამაშებთან წვდომა კვირაში 3 საათით შეუზღუდეს

ჩინეთის ბეჭდური მედიისა და პრესის სახელმწიფო სამმართველომ, “ბავშების ფსიქიკური და ფიზიკური დაცვის” მიზნით, არასრულწლოვან მოქალაქეებს ონლაინ თამაშებთან წვდომა კვირაში 3 საათით შეზღუდა.

წესის მიხედვით, პროვაიდერებს არც იმ ადამიანებისთვის აქვთ მომსახურების გაწევის უფლება, რომლებიც დარეგისტრირებას ყალბი სახელითა და გვარით ცდილობენ.

რეგულაცია ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევიდა, თუმცა, დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა სპეციალური საიტი საჩივრებისთვის, თამაშდამოკიდებულებასთან ბრძოლის მიზნით.

საიტი განკუთვნილია კომპეტენტური ორგანოების ინფორმირებისთვის, პროვაიდერების მიერ რეგულაციის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები