ქაბულში მეჩეთთან აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში, იდგაჰის მეჩეთთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მომხდარის შედეგად, 32 ადამიანია დაშავებული.

მანამდე, 3 დაღუპულისა და 4 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ამის შესახებ მედიას “თალიბანში” წყარომ განუცხადა.

მედიის ინფორამციით, აფეთქების მომენტში მეჩეთში სამგლოვიარო ლოცვა ტარდებოდა.

„თალიბანის“ პრესსპიკერის, ბილალ კარიმის განცხადებით, აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული. აფეთქებაზე ოფიციალური პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები