ინდოეთში საპროტესტო აქცია მსხვერპლით დასრულდა

ინდოეთში, შტატ უტაარში სასოფლო-სამეურნეო რეფორმების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილე ფერმერები აცხადებენ, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფედერალური მინისტრის კორტეჟის მანქანა აქციის მონაწილე 2 პირს დაეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ფედერალური მინისტრი უარყოფს.

ამ დროისათვის, შტატში უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს გარდაცვლილთა ოჯახების მონახულება, უსაფრთხოების მიზნით, ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები