ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის ცენტრალურ ნაწილში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ შეჰრე-ქორდიდან 106 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები