ბრიტანეთის საელჩო: მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირ-ის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული

ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირ-ის შეფასებას, რომ საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„წარმოჩენილ შეშფოთებებს ყურადღება უნდა მიექცეს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე იბრძოლებს მე-2 ტურში საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები