ლაშა მესხი – „მეორე ტურის ბედს ის ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინც არჩევნებზე არ მისულა”

უფლებადამცველი, ლაშა მესხი ადგილობრივი არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“1) რაც გულწრფელად გამიკვირდა იყო კახა კალაძის პირველ ტურში ვერ გამარჯვება.
2) თბილისისგან განხვავებით, საერთოდ არ გამკვირვებია შედეგი, რომელიც ჩემს მშობლიურ ქუთაისში დადგა. თვეობით გადათხრილი ქუჩების, სრული უძრაობის და უპერსპექტივობისთვის მოხდა ეგ ყველაფერი. გახარიასთვის დაბრალება კიდე საქმეს ვერ უშველის.
3) მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ ნორმალური იყო, თუმცა ახლოსაც ვერ მივა ცხადია 2012 წლის აქტივობასთან. ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით კი ეწ „შუა” ამომრჩეველი ნაკლებად მივიდა.
4) მორჩა ის მითი, რომ მიშას გარეშე ეწ ოპო პარტიები იყვნენ რამის მაქნისები გადახედეთ გაპარტახებულ მონაცემებს ეწ „საპარლამენტო ოპოზიციისა”. (ვაშაძის კანდიდატს რიჩარდ არინზე ოგბუჯგუმ მოუგო).
5) ძალიან კარგი შედეგი დადო ანა დოლიძემ, როგორც ვიცი სულ რაღაც 35 000 ლარი დაჯდა მისი კამპანია. მცირე რესურსით, მაგრამ სწორი ნაბიჯებით, მეც მაქვს მსგავსი ბრძოლის გამოცდილება და ვიცი რა რთული გზაა. წარმატებები ანას.
6) მეორე ტურები კი სამწუხაროდ ისევ 2 პოლუსიანი და საკმაოდ დაძაბული იქნება. დიდად კიდევ იმას, ვერ ვიგებ თვითმმართველობის არჩევნებით, როგორ უნდა მოხდეს დამნაშავე ექს პრეზიდენტის „დახსნა” ციხიდან.
პარტიულმა აქტივებმა სათქმელი თქვეს, მეორე ტურისას ბევრი იქნება იმ ადამიანებზე დამოკიდებული ვინც არჩევნებზე არ მივიდა
პს. ქუთაისში ჩემს მშობლიურ უბანში საკრებულოს წევრი გახდა საქმის მკეთებელი კაცი ირაკლი შენგელია წარმატებები მას”, – ლაშა მესხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები