პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც 22–25 იანვარს გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დავოსში გაემგზავრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი; საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია; შპს ,,საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში 20 იანვარს გაემგზავრება და 25 იანვარს დაბრუნდება.