ირაკლი ქადაგიშვილი – სააკაშვილზე: ის იყო ძებნილი და როდესაც არალეგალური გზით შემოიპარა საქართველოში, იქნა დაკავებული და კანონის შესაბამისად, მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
“ის იყო ძებნილი და როდესაც არალეგალური გზით შემოიპარა საქართველოში, იქნა დაკავებული და კანონის შესაბამისად, მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა,.
მისივე თქმით, საქართველოში რევოლუციური სცენარი არ გამოვიდა.
“ის იყო ძებნილი და როდესაც არალეგალური გზით შემოიპარა საქართველოში, იქნა დაკავებული და კანონის შესაბამისად, მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ამასთან, მის წინააღმდეგ კიდევ 2 საქმეზე არის სისხლის სამართლებრივი დევნა აღძრული და ამ საქმეების გამოძიება გაგრძელდება.
ასე რომ, პირდაპირი კავშირი შესაძლო მეორე ტურებთან დაკავშირებით სააკაშვილის პატიმრობას არ აქვს, ზოგადად ვიტყვი, რომ მთავარი მონაპოვარი თვითმმართველობის არჩევნების ის არის, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი არ გამოვიდა”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.