აშშ-ში ასაფრენ ბილიკზე სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ატლანტიკ-სიტის აეროპორტში, აფრენის დროს კომპანია Spirit Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მაშველებმა მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია მოახდინეს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “NBC 10” იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ლაინერი შტატ ფლორიდაში მიემართებოდა, როდესაც ის ჯერ კიდევ მიწაზე იყო, მარჯვენა ძრავში დიდი ფრინველი მოხვდა, რამაც აალება გამოიწვია. როგორც კომპანიაში აცხადებენ კაპიტანმა თვითმფრინავი მაშინვე გააჩერა, მიიღო ძრავის დაზიანების დასტური და ევაკუაცია გამოაცხადა.

„ყველა მგზავრმა და ეკიპაჟის წევრმა უვნებლად დატოვა ინციდენტის ადგილი. აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს“,- აცხადებს შტატის გუბერნატორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები