“დამკვირვებელი ხმის მიცემას მესამედ ცდილობდა” – არასამთავრობოების წარმომადგენლები მარნეულში მე-13 უბნის ბათილად ცნობას ითხოვენ

მარნეულში საარჩევნო კომისიის წევრები გარკვეულ დარღვევებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ხმა 2-ჯერ მისცა და მათი ინფორმაციით, ხმის მიცემას მესამედაც ცდილობდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლების თქმით, ასევე აღნიშნული დამკვირვებელი ცდილობდა, უბანზე ის ადამიანები შეეეყვანა ხმის მისაცემად, რომლებიც მე-13 უბანში არ იყვნენ რეგისტრირებულნი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მე-13 უბნის ბათილად ცნობას ითხოვენ.

როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ანა ილურიძემ აღნიშნა მოხდება მოკვლევა.

გაუქმდება თუ არა აღნიშნული უბანი, ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები