შტუტგარტში, ავტობუსების სადგომში ხანძარი მოხდა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ავტობუსების პარკში ძლიერი ხანძარი მოხდა, რომელმაც ტერიტორიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

Spiegel-ის ინფორმაციით, სულ მცირე, 20ავტობუსი მთლიანად დაიწვა, 6 თანამშრომელი დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ. ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი – ტექნიკური ხარვეზი თუ განზრახ ცეცხლის მოკიდება. თუმცა, პოლიციაში ამბობენ, რომ ცეცხლის გამიზნულად გაჩენის ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს.

ხანძარმა ქალაქის 16 მარშუტზე მოახდინა გავლენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები