„თელმიკომ“ აბონენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეძლებს. თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა.

რა მომსახურებას მიიღებენ აბონენტები სერვისცენტრში?

თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების ცენტრში აბონენტებს გაუწევენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა:

  • ელექტროენერგიისდავალიანებისდაფარვა;
  • ბრუნვისისტორიისმიღება;
  • მომხმარებლისგანაცხადისმიღება:
  • რეკვიზიტებისდაზუსტება;
  • ელექტროენერგიისინდივიდუალურადშეწყვეტა/აღდგენასთანდაკავშირებულიმომსახურება;
  • გადახდილითანხისკორექტირება;
  • დავალიანებისგადანაწილება;
  • გადახდისვადისგადავადებადასხვა.

„თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი გოლოვკომ განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კიდევ 5 ანალოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება:

ჩვენი მიზანია, რომთელმიკოსნებისმიერი სერვისი მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გვინდა, აქ მოსულმა მომხმარებლებმა კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეძლონ სასურველი მომსახურების მიღება“.

მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი თბილისში, ოთარ ჩხეიძის №10-ში მდებარეობას და ის აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები