გივი მიქანაძე: დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია, ეს არის მორიგი კლოუნადა
“დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია, ეს არის მორიგი კლოუნადა”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე საქართველოში სააკაშვილოს შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
“რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. ეს არის მორიგი კლოუნადა”, – ასე შეაფასა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღეს გავრცელებული ვიდეომიმართვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.
„შსს ძალიან მაღალ პროფესიონალ დონეზე ახორციელებს ყველა ფუნქციას. მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთია და ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.