ზაალ უდუმაშვილი – სააკაშვილზე: როგორ ჩამოვიდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საქართველოშია
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ზაალ უდუმაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მან ამის შესახებ ინფორმაცია დღეს სოცქსელების მეშვეობით გაიგო.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობ, თუ როგორ ჩამოვიდა სააკაშვილი, მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველოშია.
“კომუნიკაცია ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილთან არ გვქონია. მეც დილით შევიტყვე “ფეისბუქის” მეშვეობით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.
როგორ შემოვიდა საქართველოში, როგორ ჩამოვიდა – ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი არის ახლა, რომ ის საქართველოშია. მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხვალინდელ არჩევნებში. ახლა, ძალიან მშვიდად და წყნარად, ჩვენ ხვალ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ,” – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.