შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ “კვირას” უწყებაში დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადეს.
“დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” – ეს პოსტი დაახლოებით 8:30 საათზე გამოქვეყნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე, 10 საათისთვის კი დადო ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, ბათუმშია გადაღებული. ამ ვიდეოში სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ არჩევნებზე.
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა არც მის პარტიაში და არც მმართველ პარტიაში.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.