სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომლითაც მიანიშნებს, რომ უკვე საქართველოშია.
„დილა მშვიდობისა, საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.
ამასთან, პოსტს ფოტო ან რაიმე სხვა მტკიცებულება არ ახლავს.