კახაბერ ლაბუჩიძემ წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა
„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახაბერ ლაბუჩიძემ წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა.
ამის შესახებ „კვირას“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატმა კამპანიის ფარგლებში 100-ზე მეტი შეხვედრა გამართა და მოქალაქეებს პირადი და გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო.
“წინასაარჩევნოდ 100-ზე მეტი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან, უამრავ მნიშვნელოვან თემას შევეხეთ, როგორც პირად პრობლემებს, ისე იმ მნიშვნელოვან თემებს, რომელიც მათ უბანს შეეხება.
ვფიქრობ, 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ თვითმმართველობის არჩევნებში. ამის თქმის საშუალებას მოსახლეობის კეთილგანწყობა მაძლევს, რასაც შეხვედრების დროს ვგრძნობ”, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.