გავეცანი TI-ის შეფასების დოკუმენტს სათაურით: “წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასება“ ამ ორგანიზაციისთვის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო მედიაგარემო, მათი კალენდარის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრიდან იწყება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“გავეცანი TI-ის (გამჭვირვალობის) შეფასების დოკუმენტს სათაურით: „…წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასება“
ჯერ ხომ წინასაარჩევნო მედიაგარემოსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ დოკუმენტში დასახელებულ საკითხებს და, მეორეც, აღმოჩენა იყო ჩემთვის შემდეგი:
ამ წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასების პერიოდად აღებული აქვთ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული და, მეტიც, უფრო ადრინდელი პერიოდი.
ფაქტია, ამ ორგანიზაციისთვის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო მედიაგარემო, მათი კალენდარის მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრიდან იწყება”, – წერს ოხანაშვილი.
