ფინეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხდება, სადაც კორონავირუსისგან წაულებს აცრიან

ფინეთში წაულებს მათთვის სპეციალურად შექმნილ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუკეთებენ.

ამის შესახებ Yle წერს.

აღინიშნება, რომ ფინეთის სურსათის უწყებამ ბეწვიანი ცხოველების კავშირს – FIFUR-ს მისცა ნებართვა, წაულებისთვის ვაქცინა გამოიყენონ.

პრეპარატი შექმნა ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა.

ვაქცინა FurcoVac-ი გამოცდილია უნივერსიტეტის ლაბორატორიაში და ცხოველთა ფერმაში – ცენტრალურ პოჰიანამაში. ცხოველებში იმუნური პასუხი საკმარის დონეზე აღმოჩნდა.

ვაქცინის შექმნა გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

ფინეთში ბეწვიან ცხოველებში კორონავირუსის ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ნიდერლანდებსა და დანიაში მილიონობით წაული დააძინეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებით მიზნით.

დანიამ წაულების გამრავლება 2023 წლამდე აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები