უილიამ კორტნი: სააკაშვილს შესაძლოა, ჰქონდეს იმედი, რომ დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ იქ სააკაშვილს განიხილავენ ყოფილ ლიდერად, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილს შეიძლება, ჰქონდეს იმედი, რომ თუ დააპატიმრებენ, დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, თუმცა, დასავლეთში სააკაშვილი გნიხილება, როგორც საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.

„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება, ჰქონდეს იმედი, რომ მისი დაბრუნება და დაპატიმრება ალექსეი ნავალნის მსგავსად მისგან მსხვერპლს შექმნის და დასავლეთი მის გათავისუფლებას მოითხოვს, მაგრამ დასავლეთში სააკაშვილი განიხილება არა როგორც მშვიდობისათვის მებრძოლი, არამედ – საქართველოს ყოფილი ლიდერი, რომლის მთავრობამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა“, – წერს უილიამ კორტნი „ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები