ნიკა ობოლაძე – სააკაშვილზე: ჩამოდის უკიდურესად მშვიდობიანად და ჩამოდის, მათ შორის, იმისთვის, რომ დაიცვას არჩევნების შედეგები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა ობოლაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ჩამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის გეგმა მშვიდობიანია.

“სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი. მას აქვს ამ ქვეყანაში გადაადგილების უფლება. ის აპირებს, რომ ჩამოვიდეს. ჩამოდის უკიდურესად მშვიდობიანად და ჩამოდის, მათ შორის, იმისთვის, რომ დაიცვას არჩევნების შედეგები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ამ ქვეყანაში და იყოს კოალიციური ხელისუფლება.

ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია შესაძლებელია. ისიც, რომ თვითმფრინავი არ დასვას და სხვა აეროპორტში დასვას. ამიტომ, რისკები აქვს ამ გადაწვეტილებას. ეს ქვეყნისთვისაც არის სარისკო, შესაძლოა, მის არჩამოსვლას მოჰყვეს მთლიანად რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება საბოლოოდ და გამოუსწორებლად”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები