შეტაკება ეკვადორის ციხეში – დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილის ციხეში, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შედეგად, მინიმუმ, 116 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა, – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარს თავი აქვს მოკვეთილი.
პოლიციის ცნობით, პატიმრებმა ყუმბარებიც ისროლეს.
ეკვადორის პრეზიდენტმა, გილერმო ლასომ ქვეყნის ციხის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ციხეში კონტროლის აღდგენას 400 პოლიციელი დასჭირდა.
არსებული ინფორმაციით, არეულობა მექსიკის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებმა შეუკვეთეს, რომლებიც ამჟამად ეკვადორში მოქმედებენ.