ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლი იანს შეხვდა.

ვირტუალურ ფორმატში საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებსა და პარტნიორობას რეგიონულ ჭრილში, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

ჩინურმა მხარემ დაადასტურა მზაობა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები