კიმ ჩენ ინს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი არ სურს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კინ ჩენ ინმა აშშ-ის წინადადება დიალოგის გამართვის შესახებ არ მიიღო და მას “მტრობის საფარი უწოდა”.
ამის შესახებ სამხრეთკორეული სააგენტო – “რენჰაპი” იტყობინება.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების უკანასკნელი გაშვება საფრთხეს უქმნის მეზობლებს და მსოფლიო საზოგადოებას, ამასთან დაკავშირებით მოუწოდებს ოფიციალურ ფხენიანს დიალოგისკენ.
ასევე, “რენჰაპის” ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან კავშირი ოქტომბრის დასაწყისში აღდგება.