ნიკა ობოლაძე – მარინა კალიურანდის განცხადებაზე: ის, რომ პროვოკაცია არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან, არის აბსოლუტურად მართალი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა ობოლაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა – “გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია”.

ობოლაძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქვეყანაში ჩამოსვლისა და გადაადგილების უფლება აქვს.

“ის, რომ პროვოკაცია არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან,  არის აბსოლუტურად მართალი და ვუერთდები ამ განცხადებაში. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, არავის არ უთქვამს სააკაშვილისთვის, რომ მას არ აქვს საკუთარ ქვეყანაში ჩასვლის უფლება. პირიქით, მას აქვს ამ ქვეყანაში ჩამოსვლის და გადაადგილების უფლება. თუ “ქართულ ოცნებას” უნდა მშვიდობა და სტაბილურობა, უნდა შემოუშვას ეს ადამიანი ქვეყანაში”, – აცხადებს ნიკა ობოლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები