ნათია თურნავა: ყველანაირად ცდილობენ, მოაწყონ პროვოკაცია – არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას
„ხელმოცარული ძალაა, ხედავენ, რომ ამ არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ყველანაირად ცდილობენ, მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი. დაიღალა ქართული საზოგადოება მოსმენით – ჩამოვდივარ-ჩამოვდივარ. ერთადერთი მიზანი არის არეულობის და დისონანსის შემოტანა. ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას. მთავარი ამოცანა არის, განვამტკიცოთ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გრძნობს და არავინ მისცემს ქვეყნის არევის შესაძლებლობას“, – აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან ნაყიდი ბილეთი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.