ამირან გამყრელიძე: რესურსი იმისა, რომ, გაძლიერებული კამპანიით, ადამიანები თავისი ნებით მოვიდნენ ასაცრელად, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით, 150-200 ათასია, მეტი არა

“რესურსი იმის, რომ, უფრო გაძლიერებული საკომუნიკაციო კამპანიით, ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით კიდევ მოვიდნენ ჩვენი გათვლებით დაახლოებით არის 150-200 ათასი, მეტი არა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დაახლოებით, მილიონი ადამიანი გვყავს ერთჯერადად აცრილი. რესურსი იმის, რომ უფრო გაძლიერებული საკომუნიკაციო კამპანიით, ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით კიდევ მოვიდნენ ჩვენი გათვლებით დაახლოებით არის 150-200 ათასი, მეტი არა. ექიმების 78 % ერთჯერადად არის აცრილი და 70% ორჯერადად. მასწავლებლების 63 % ერთჯერადად არის აცრილი და 52 % სრულად აცრილი. პენიტენციურს სისტემაში 90% პროცენტზე მეტია აცრილი. ასევე, კარგი მაჩვენებელია ჯარში და პოლიციაში“ , – განაცხდა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები