ესპანეთის მთავრობამ კუნძული ლა პალმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის მთავრობამ კუნძული ლა პალმა, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაზარალდა, კატასტროფის ზონად გამოაცხადა, – ინფორმაციას სააგენტო “როიტერი”ავრცელებს

ვულკანმა, რომელიც გასულ კვირას ამოიფრქვა, 400-მდე სახლი და, ჯამურად, 200 ჰექტრამდე მიწა გაანადგურა.

6 ათასამდე ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, კანარის კუნძულებზე ვულკანი კუმბრე ვეხა პირველად ამოიფრქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები