ჯუანშერ ბურჭულაძე: ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული არ არის

“ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ოპოზიციის მიზეზით არ შედგა.

„სამართლებრივად, ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ არის დაკავშირებული რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენ გამოვთქვით მზაობა იმისა, რომ საერთო შეთანხმება მომხდარიყო, რასაც ჩვენმა ოპოზიციამ წიხლი ჰკრა და არ გაითვალისწინა. 19 აპრილის შეთანხმება რის საფუძველზეა ძალაში? მორალურად არის ძალაში? სამართლებრივად ძალაშია? შეთანხმება ნიშნავს ორ სუბიექტს შორის კონკრეტულ პირობებზე დათანხმებას. ეს არ მოხდა, არ შედგა. არ შედგა ოპოზიციის მიზეზით. ეს შეთანხმება დაიწყო კონკრეტული ჯგუფის შეთანხმების შედეგად.  კონკრეტული ჯგუფი მიაღწევდა იმას და სამართლებრივი ძალა მიეცემოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებდა მონაწილეობას. ამ ჯგუფმა მონაწილეობა არ მიიღო. როდესაც შეთანხმებაში შეიძლება, მონაწილე იყოს ოთხი მხარე და ორმა მხარემ მონაწილეობა არ მიიღოს, ეს შეიძლება, ოთხმხრივ შეთანხმებად ჩაითვალოს? მოაწერა ერთმა მხარემ, მოაწერა მეორე მხარემ, არ მოაწერა სხვა ორმა მხარემ. შესაბამისად, ოთხმხრივი შეთანხმება არ შედგა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები