ანუკი არეშიძე – კახა კალაძეზე: მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით
“მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით”, – ამის შესახებ დიზაინერმა ანუკი არეშიძემ თავის მეუღლეზე, კახა კალაძეზე საუბრისას „იმედის კვირის“ სიუჟეტში განაცხადა.
„იმედის კვირა“ მოქმედ მერსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ოჯახში ესტუმრა.
„როდესაც მან გადაწყვიტა, ამ ბრძოლაში შესულიყო, მე მაქსიმალურად დავუდექი გვერდით, როგორც მეუღლე, როგორც მისი მეგობარი და მან იცის, როგორი იმედი ჰყავს ჩემი სახით“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.