საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ქართული ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათ შორის, პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით, სიკვდილის შემდეგ ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) დააჯილდოვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ემიგრანტების შთამომავლებს პარიზში, ინვალიდების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელიც საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წელს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები