ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან გრიპის საწინააღმდეგო აცრებს დავიწყებთ, სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა იზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც.

მისივე თქმით, ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა უფრო და უფრო იზრდება. როგორც გამყრელიძე ამბობს, გრიპზე აცრები შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყოს.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას საპასუხოდ აღნიშნა, რომ ადამიანს შეუძლია, ერთ დღეს გაიკეთოს როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ასევე, გრიპის.

„მალე, ერთ კვირაში დავიწყებთ დამატებით გრიპის ვაქცინაციას, რადგან გრიპი დაახლოებით ნოემბერში გამოჩნდება. სახელმწიფომ წელს იყიდა 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა, აქედან 43 000 დოზა წინა კვირაში უკვე შემოვიდა. ვემზადებით, რომ პირველი 43 000 დოზა იქნება სამი დიდი რისკჯგუფისთვის. სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა უფრო და უფრო იზრდება. ვფიქრობთ, მომავალი კვირიდან გრიპის აცრებს დავიწყებთ. შეიძლება, რომ გრიპის და კოვიდის ვაქცინა გაიკეთონ ერთ დღეს, ერთ მკლავზე ერთი, მეორე მკლავზე, მეორე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები