კალაძე – დმანისის ინციდენტზე: კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დმანისსა და რუსთავში. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომხდარზე პასუხისმგებლობა არჩევნებში მონაწილე იმ სუბიექტებსაც ეკისრებათ, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ და მათაც, ვინც ამ პროვოკაციაზე წამოეგება. მისივე თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდობიან რეჟიმში, რაც მისასალმებელია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, რაც ძალიან ცუდია. ყველა დამნაშავე, ვისაც წვლილი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, არჩევნებში მონაწილე იმ სუბიექტებს, ვინც პროვოკაციას აწყობს, ვინც ასევე პროვოკაციაზე წამოეგება. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, არანაირი გამართლება არ აქვს და ყველა უნდა დაისაჯოს, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები