უფლისციხეში სასმელი წყლის მოწყობა მიმდინარეობს

უფლისციხეში სასმელი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს. სასმელი წყლის პროექტი, რომელსაც გორის მერია აფინანსებს, უკვე დაწყებულია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 734 500 ლარს შეადგეს და 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი საქლორატოროთი, წყალსადენის მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
ათეული წლებია, სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 250 – მდე ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები