საქმროს სასტიკად წამებისთვის ქალბატონი სიკვდილით დასაჯეს
აშშ-ში საქმროს წამებით მოკვლის გამო გასამართლებულ ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 59 წლის სიუზან ბასო ტეხასის ციხეში სასიკვდილო ინექციით დასაჯეს.
მას უმაღლესი სასჯელი, 1998 წელს, არასტაბილური ფსიქიკის მქონე საქმროს სასტიკად წამებისა და სადისტურად მოკვლის გამო მიუსაჯეს. სუზან ბასომ დაქორწინების მიზეზით ნიუ-ჯერსიდან ლუის მუსო ტეხასში მოტყუებით ჩამოიყვანა. რამდენიმე წელიწადში პოლიციელებმა სასტიკად ნაწამები მამაკაცის ცხედარი ჰიუსტონის გარეუბანში აღმოაჩინეს. გამოძიების მიმდინარეობისას სასამართლომ დაადგინა, რომ ბასომ მამაკაცი ეგოისტური მიზეზების გამო გაიტაცა, წლების მანძილზე, სანამ პოლიცია დაკარგულ ლუის მუსოს მიაგნებდა, მკვლელი ქალბატონი ქმრის დაკარგვის გამო ყოველთვიურად სადაზღვევო გადასახადს იღებდა.