საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა საქართველოს მასშტაბით 12 976 გადამხდელს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (ჯამურად, 12 976 ობიექტი) მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული მოთხოვნები მოიცავს: ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ 10 და მეტი დასაქმებული, შესასვლელში უნდა ჩაატარონ თერმოსკრინინგი; სავაჭრო ობიექტებმა, რომლის სავაჭრო ფართობი არის 20მ2 და ნაკლები, უნდა დაუშვან სავაჭრო სივრცეში მხოლოდ 1 მომხმარებელი, ხოლო 20მ2-ის ზევით, ყოველ 20მ2 სავაჭრო ფართზე – 1 მომხმარებელი; შესასვლელში უნდა იყოს: დეზობარიერი, დამცავი გამჭვირვალე ბარიერები კი სალაროებთან და გადახდის სხვა ადგილებზე; ზედაპირების დასუფთავებისთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხსნარები; შესასვლელში და სამუშაო ადგილებზე უნდა ჰქონდეთ ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარი; ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა ჰქონდეთ დახურული კონტეინერები ასევე უნდა მიმდინარეობდეს კონტროლი პირბადის გამოყენებაზე. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები