მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას, სავარაუდოდ დღეს, დატოვებს

“ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმეზე მსჯავრდებული, მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

მაია რჩეულიშვილი, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არცერთი მხარე არ აწერდა ხელს.

პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, შეთანხმება გაფორმდა, არის ის, რომ ყველა დაზარალებული უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ცნობილია, მერიის შუამდგომლობით, „ცენტრ პოინტის“ მშენებლობები დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები