საკანონმდებლო ორგანოში დღეს ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

საკანონმდებლო ორგანოში ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავენ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამართლებლივი დასკვნა ბიუროზე გადაიგზავნება, რის შემდეგაც განხილვა მოხდება.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით თავად მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები