ჩანაწერებში თუ რამე არის ავთენტური, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ორი პირი და ორივე მათგანი განეკუთვნებოდა გახარიას გუნდს – კობახიძე

ამ ჩანაწერებში თუ რამე არის ავთენტური, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ორი კონკრეტული პირი და ორივე მათგანი განეკუთვნებოდა სწორედ გახარიას გუნდს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ერთადერთი, რაც შეიძლება, ითქვას, თუ რაიმე არის ავთენტური ამ ჩანაწერებში, ყველაფერი უკავშირდება ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ეს სფერო იყო თავიდან ბოლომდე გიორგი გახარიას კონტროლს ქვეშ. მაშინ ის იყო პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება ამ სფეროს კონტროლს, ის სფერო იყო ორი პირის ხელში და ორივე მათგანი წარმოადგენდა გახარიას გუნდს. აქედან გამომდინარე, არის მარტივი ლოგიკური ჯაჭვი, თუ რამე არის ავთენტური ამ ჩანაწერებში, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ორი კონკრეტული პირი და ორივე მათგანი განეკუთვნებოდა სწორედ გახარიას გუნდს. აქ მარტივად არის ყველაფერი, დანარჩენი საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

ხელმძღვანელობაზეა ზუსტად საუბარი, საუბარია კონკრეტულ შემთხვევაში სუს-ის უფროსის მოადგილეზე, რომელიც იყო პასუხისმგებელი ამ სფეროზე და რომელიც არის დღეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გუნდის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. ხოჯევანიშვილზეა ამ შემთხვევაში საუბარი. გამორიცხავს, აბა, რას იზამს, ბუნებრივია, ამას გააკეთებს, მაგრამ აქ არის საუბარი, რომ კონკრეტული პირების ხელში იყო კონტროლი ამ სფეროზე. ერთი იყო სუს-ში, მეორე სხვა უწყებაში. ორივე სფერო, ორივე კონტროლის ბერკეტი ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ პირდაპირ დაკავშირებული გახარიასთან და მისი რეკომენდაციით დაინიშნენ. აქედან გამომდნარე, ყველაფერი დღესავით ნათელია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები